ინტერვიუს
ჩაწერა ყოველთვის ადვილი საქმე მეგონა - კითხვებს დავუსვამ რესპოდენტს, ის მიპასუხებს
და სულ ეს არის მეთქი, მაგრამ არა, არც ისე ადვილი ყოფილა.
ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, ადვილად გადავწყვიტე ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი რესპოდენტი. აი კითხვების
მოფიქრება და შერჩევა კი ცოტა არ იყოს გამიჭირდა. მინდოდა ისეთი კითხვები შემერჩია,
რომ კარგად წარმომეჩინა ჩემი რესპოდენტი, მითუმეტეს, რომ ეს მისთვისაც პირველი ინტერვიუ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ იკა ჩემი თანატოლი და მეგობარია, მაინც თქვენობით ლაპარაკი ვარჩიე
და ინტერვიუს ჩაწერაც დავიწყე.
მაშ ასე,
მეგობრებო, წარმოგიდგენთ ინტერვიუს თინეიჯერ პოეტ ირაკლი ტყემალაძესთან :
- გამარჯობა, ირაკლი, როგორ ხართ ?
- კარგად, ლიზი, შენ ? თქვენობით როდიდან მელაპარაკები
? (იცინის)
- ირაკლი, შეიძლება თქვენთან ინტერვიუ ჩავწერო ?
- ჩემთან ? - ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა გამეცინა
- კი, როგორ არა, შემოდი. მოიცა, რამეს ჩავიფიქრებ, ჩემი პირველი ინტერვიუა.
ირაკლიმ თავაზიანად
შემიპატიჟა ოთახში და ინტერვიუს ჩაწერაც დავიწყე.
- მოკლედ მომიყევით საკუთარი თავის შესახებ.
- მოიცა რა, თქვენობით ნუ მელაპარაკები, - იცინის -
ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ. დავიბადე 1996 წლის 21 დეკემბერს. მშობლებთან,
დასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ სოლოლაკში. 67-ე სკოლაში ვსწავლობ. XI კლასში ვარ. შენც კარგად იცი, როგორი ზარმაცი ვარ. თავისუფალი დრო თითქმის
აღარ მაქვს, სულ წიგნები და წიგნები - გამოცდებისთვის ვემზადები, თუმცა როგორც კი დროს
გამოვნახავ ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. ხო მართლა, ხანდახან ლექსებსაც ვწერ
ხოლმე.
- რამდენი წლის იყავით პირველი ლექსი, რომ დაწერეთ
?
- არ მახსოვს... დედაჩემის დახმარება მჭირდება, - და
დედას ეძახის მეზობელ ოთახში, - II კლასში ვყოფილვარ პირველად რომ რაღაც დავჯღაბნე (იცინის).
- წერის პროცესზე
გკითხავთ. ერთი სიტყვით, მოგვიყევით, როგორ წერთ. რაიმე დადგენილი გრაფიკი გაქვთ?
- არა, დადგენილი გრაფიკი არ მაქვს. როდესაც მინდა მაშინ
ვწერ. მაგალითად როდესაც მინდა გოგონაზე მოვახდინო შთაბეჭდილება. წერის მუზაც მაშინ
მოდის როცა მიყვარს. ისე კარგად ვერ ვწერ (ისევ იცინის).
- როგორ რეაგირებთ როდესაც თქვენს ლექსებს აკრიტიკებენ
?
- კრიტიკა ჯერ არ მსმენია. ალბათ იქიდან გამომდინარე,
რომ დღესდღეობით მხოლოდ მცირე წრე იცნობს ჩემს
შემოქმედებას და ეს წრე მეგობრებს, ოჯახის წევრებს მოიცავს. დამეთანხმებით, რომ ძნელია
ობიექტურად შეაფასო ოჯახის წევრი ან მეგობარი.
- რომელი თანამედროვე / არათანამედროვე პოეტის შემოქმედება
მოგწონთ ?
- არათანამედროვე- გალაკტიონი, ჭაჭავაძის რამოდენიმე
ლექსიც მომწონს. თანამედროვეებისგან გამოვარჩევდი - ნიკო გომელაურს, ბიჭი ივანიშვილს
და მათე მარადელს.
- როგორ ფიქრობთ, წარმატებული ხართ ?
- წარმატებაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. თუმცა, ვთვლი, დღეს
მე წარმატებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ოჯახი და სამეგობრო მყავს.
- როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 5-10 წლის შემდეგ
?
- რავიცი ჩვეულებრივად, - იცინის - ვიმუშავებ, საკუთარი
ოჯახი მეყოლება. ძალიან მინდა ლექსების კრებული გამოვუშვა.
- ახლაც ბავშვი ხართ, მაგრამ ბავშვობაში ყველაზე მეტად
რა გინდოდათ ?
- მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი.
- ახლა აღარ გინდათ მსახიობობა ? უკვე აირჩიეთ მომავალი
პროფესია ?
- კი, ეკონომისტი მინდა გავხდე.
- გაგვიმხილეთ, რის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება ?
- ვერ შევძლებ ცხოვრებას ოჯახის, ძმაკაცების, სიყვარულისა
და წერის გარეშე.
- რომ არ ცხოვრობდეთ საქართველოში, სად იცხოვრებდით
?
- ალბათ ისევ საქართველოში. სხვაგან ვერ ვიცხოვრებ.
სხვა მენტალიტეტი, სხვა ხალხი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.
- რა მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად ?
- ის, რომ მეგობრული ვარ. კიდევ ის, რომ საკუთარი ადგილი
მაქვს ამ ცხოვრებაში და კიდევ კეთილი ვარ. რა თავმდაბალი ვარ, არა ? - იცინის.
- რა არ მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად ?
- ძალიან ზარმაცი ვარ.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად ?
- არაფრის არ მეშინია, - ასე კი მიპასუხა, მაგრამ მერე
გამომიტყდა, რომ ყველაზე მეტად დედის გაბრაზების ეშინია.
- უცნაური თვისება თუ გაქვთ ?
- კი, თუ ეს შეიძლება უცნაურად ჩაითვალოს - ღამე მღვიძავს
და დღე მძინავს.
- რომ არ ყოფილიყავით ირაკლი ტყემალაძე, ვინ იქნებოდით
?
- ალბათ, ნიკო გომელაური. მინდა მასავით არტისტული ვიყო,
მასავით შემეძლოს გულში ჩამწვდომი ლექსების წერა.
- როგორი გინდათ დაგიმახსოვროთ მკითხველმა ?
- ისეთი, როგორიც ვარ (იცინის).
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ნახვამდის.
-
ნახვამდის.
ირაკლიმ თავაზიანად
გამომაცილა.
მე კმაყოფილი
დავრჩი ჩემი პირველი რესპოდენტით. შეიძლება იფიქროთ, რადგან ჩემი მეგობარია, სუბიექტურად ვფასაებ მას და მის
შემოქმედებას, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. მოკლედ რა აზრი აქვს ამდენ ლაპარაკს. ამის
დასამტკიცებლად აქვე შემოგთავაზებთ ლექსებს, რომლებიც მე ყველაზე ძალიან მომწონს და
თვითონ შეაფასეთ.
* * *
მოვა დრო, და
დადგება მომენტი,
როდესაც მოგიწევს წარსულზე
ფიქრი.
იფიქრებ, როდესაც მე
თოვლად მოვედი,
შენთან ცხელოდა და
გაადნე ფიფქი.
მოვა ასევე იმის
დრო ჟამიც,
როდესაც დაიწყებ წარსულზე
ოხვრას,
მოგეჩვენება ხმები მონაზვნის,
რომელსაც მიხვდები იქნება
ლოცვა.
მოვა, ასევე ზამთარიც
მოვა,
ვეღარ გაადნობს ზაფხული
ფანტელს.
მაშინ მიხვდები რომ
აღარ მოვალ,
და ცრემლით აივსებ
თაფლისფერ თვალებს.
* * *
ბავშვობის წლები
დავხარჯე რაში?
სროლაში, ჩხუბში, ქუჩაში,
სმაში.
გადაიფრინა ახალგაზრდობამ,
რამაც მასწავლა კაცად
დადგომა.
მერე მოვიდა წლები
ოქროსი,
ისევ ანახლებს ეს
ჩემ მოლოდინს.
მერე დაწყო კაცობის
ასაკი,
არ განმისჯია სხვისი
ავ-კარგი.
გაიარა წლებმა, დადგა
ხანი კვდომის,
დამიბერდა ქალი, და
სიბერეც მოდის.
გაიარეს წლებმა, დაიცალა
ყანწიც,
რას არ ვიზამ
ახლა, ოღონდ
ვიყო ბავშვი...
Saocrad kargi interviu iyo, momewona respodentic. Bravo lizi sheni interviu shedga
ReplyDelete